უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მხრიდან ყირიმთან დაკავშირებით მისი განცხადებების კრიტიკას და გაახსენა მისი პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის განცხადება რუსეთის ანექსიის არაღიარების შესახებ.
X-ზე ზელენსკიმ ახსენა ლონდონში უკრაინის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხვედრა და დასძინა, რომ "დღეს ბევრი ემოცია იყო".
"ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს თავისი კონსტიტუციის შესაბამისად და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, იმოქმედებენ თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებების შესაბამისად", - განაცხადა ზელენსკიმ.
X-ზე თავის პოსტს ზელენსკიმ დაურთო ყირიმის დეკლარაციის სქრინშოტი, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს 2018 წლის განცხადება, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება.
შეგასხენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გასულ კვირას პარიზში გადასცა ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამშვიდობო მოგვარების „საბოლოო წინადადებად“ იყო წარმოდგენილი.
გეგმის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ მზადაა აღიაროს რუსეთის კონტროლი უკრაინულ ყირიმზე და შეამსუბუქოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.