მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუტანა.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) – ადრეულ ეტაპზე დამარცხდა და შეჯიბრებას უმედლოდ დაემშვიდობა.