რესპუბლიკელი სენატორები მაიკ როჯერსი და მაიკ ტერნერი აშშ თავდაცვის მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს რუსეთის მიმართულებით თავდაცვის პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ. მათი მტკიცებით, რუსეთი თავისი აგრესიული პოლიტიკით უფრო და უფრო საშიში ხდება. "რუსეთი არ არის დაინტერესებული დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობით და დასავლეთს მტრად განიხილავს. თავდაპირველად მოსკოვის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები უბრალო გულუბრყვილობად განიხილებოდა, მაგრამ დღეს ამ ყველაფერმა სერიოზული სახე შეიძინა,"-ნათქვამია სენატორების მიმართვაში. კრემლის პოლიტიკას როჯერსი და ტერნერი მუდმივად აკრიტიკებენ სენატორმა როჯერსმა ვლადიმერ პუტინს "ხულიგანიც" კი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები