რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა ყურადღება აგვისტოს ომზე გაამახვილა. ნოღაიდელის თქმით, მისთვის ადრეც ცხადი იყო, რომ სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარება უნდა გამოირიცხოს.
"ამ ადამიანებთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ კედელი, ერთი მხრივ, ქართველებსა და, მეორე მხრივ, აფხაზებსა და ოსებს შორის სულ უფრო მაღალი და განიერი ხდება. გარკვეულ მომენტში, მისი გადალახვა უკვე შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ყველა ექსპერტები გვირჩევს, რომ მოლაპარაკება დღესვე უნდა დაიწყოს. ეს იქნება ასეთი მოლაპარაკებების პირველი მცდელობა", _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში.