აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1-ელ თებერვალს გამოთქვა იმედი ირანთან შეთანხმების მიღწევის შესახებ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების „ყველაზე ძლიერი ხომალდები“ ირანთან ახლოს არიან.
დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვეს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის განცხადებაზე, რომ აშშ-ის შეტევამ შესაძლოა, რეგიონული ომი გამოიწვიოს.
„რა თქმა უნდა, ასე იტყვის, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები გვყავს იქ, ძალიან ახლოს. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ გავიგებთ, მართალი იყო თუ არა ის“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
მან დასძინა, რომ აშშ-ს რეგიონში „მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები“ ჰყავს განლაგებული.
უფრო ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ თეირანი უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ასეთ შედეგი დადგება.