დღეიდან მოძრაობა "ნაშის" მართლმადიდებლური კორპუსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიებისათვის მართლმადიდებლური ლიტერატურის ხატებისა და საეკლესიო ნივთების შეგროვებას იწყებს.
აღნიშნული აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისათვის, რუსული მედიიის ინფორმაციით, მოძრაობის წევრებმა მოსკოვის ტაძრების სასულიერო პირებს კურთხევა გამოსთხოვეს და მრევლისათვის განცხადებები გააკრეს. აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია თავის მრევლს სხვა და სხვა სასულიერო პირებიც აწვდიდნენ.