გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი რუსეთში შეუძლებელია ამ ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ წარმოებული პოლიტიკისა და მის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. განცხადება ამის შესახებ მან გერმანული მედიასაშუალებისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
გერმანიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ზღუდავს სხვა ხალხების უფლებებს თვითგამორკვევის შესახებ და არღვევს საერთაშორისო სამართალს.
„ყველაფერი ეს შეუძლებელს ხდის რუსეთში სახელმწიფოებრივი ვიზიტის განხორციელებას",_ აცხადებს გაუკი და აღნიშმავს, რომ ის რუსეთს როგორც ქვეყანას ისე კი არ აკრიტიკებს, არამედ აკრიტიკებს მის მთავრობას.
„როდესაც მე ვუყურებ რუსეთს, მე ვხედავ არა მხოლოდ მთავრობას არამედ მართულებსაც. მათი ბედი არის კიდეც ჩემი რუსეთისადმი კრიტიკის საფუძველი",_ განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს უფლება ნატოს წევრი გახდეს და რომ ის კმაყოფილია ბერლინის „უკიდურესად საპასუხისმგებლო" მოქმედებებით ნატოს გაფართოების იდეის მხარდასაჭერად.