ბელგიაში ტყის ხანძარი ქვეყნის უდიდეს ნაკრძალში გავრცელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. იუწყება BBC
ცეცხლმა ნაკრძალის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი მოიცვა. დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო, ხელისუფლებამ ორი ახლომდებარე ორი დასახლებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელა
მეხანძრეების დასახმარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ადგილზე თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნეს. ხანძარი გერმანიის საზღვართან, ნაკრძალის აღმოსავლეთ ნაწილში გაჩნდა.
ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, შაბათს, დღის მეორე ნახევარში, ხანძარი კკონტროლს არ ექვემდებარებოდა.
ვალონიის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელმა ნიკოლა იერნომ განაცხადა, რომ ეს „უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია“.
„არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლმა საცხოვრებელ სახლებს მიაღწიოს, თუმცა მათ დასაცავად ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ვიყენებთ“, - განაცხადა მან.
ხელისუფლების განცხადებით, ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის როგორც ამინდის პირობები, ისე ნაკრძალის რთული რელიეფი.
ბელგიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა და ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების დახმარება მოითხოვა.
ამასთან, ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთში, ხორვატიაში, ესპანეთსა და სერბეთში.