აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და კოლუმბიამ შესაძლოა ერთობლივი სამხედრო ოპერაციები ჩაატარონ შეიარაღებული დაჯგუფებების, მათ შორის ეროვნული გათავისუფლების არმიის (ELN) და FARC-ის დაჯგუფებების წინააღმდეგ. იუწყება Reuters
ჰეგსეთის თქმით, კოლუმბიის ახალმა ხელისუფლებამ აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარების ნებართვა გასცა. მან ასევე დაადასტურა, რომ კოლუმბიელ კოლეგასთან შესაძლო ერთობლივი დარტყმების საკითხი განიხილა.
ვაშინგტონმა ასევე განაცხადა, რომ კოლუმბიის ახალ მთავრობას უსაფრთხოების სფეროში 1 მილიარდი დოლარის დახმარებას მიაწვდის. ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელამ, პირობა დადო, რომ გააძლიერებს ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო წარმოებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ.
ჰეგსეთის განცხადებით, აშშ ცდილობს დასავლეთ ნახევარსფერო გარე საფრთხეებისგან დაიცვას, მათ შორის ნარკოტრეფიკისა და უცხოური გავლენისგან.