თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, „აგარანის მამულში“ დაპირისპირებაში ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ლაშა კაპანაძე და მარიამ დურგლიშვილი აღარ დაიცავენ - ამის შესახებ ადვოკატებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
გაცნობებთ, რომ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ამიერიდან აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას.
ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გიორგი დაკავების შემდგომ ყოფილიყო თავისუფალი და დაბრუნებოდა ოჯახს, რასაც მივაღწიეთ, თუმცა მოპოვებულ შედეგს სჭირდება შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა კლიენტის მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.
მე და მარიამს გვსურს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს და ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და მათი დადი წვლილია შეტანილი იმაში, რომ გიორგი თავისუფალია.
ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ სასტუმრო აგარანის მამულის ხელმღვანელობას, რომელთაც 7 აგვისტოს გამართული შეხვედრისას სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ადვოკატებს საშუალება მოგვცეს შეუფერხებლად გვეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სასტუმროს ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობდა გიორგის სისხლის სამართლის საქმეში თავისუფლებაზე დარჩენას, რაც სასტუმრო აგარანის ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც დაცვის მხარისთვის. საბედნიეროდ ფაქტია, რა გაურკვევლობასაც არ უნდა ჰქონოდა ადგილი საბოლოოდ ქართული მხარე ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დადგება.
მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ ადვოკატს, რომელიც გააგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს და იმედია დაასრულებს ზუსტად იმ შედეგით, რომელიც ერთადერთ, სწორ და სამართლიანად მიგვაჩნია“, - დაწერა ლაშა კაპანაძემ „ფეისბუკში“.
თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და რუსეთის მოქალაქე ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა - სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს.
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართული ქორწილი სტუმრებსა და სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. ისინი რუსეთიდან იყვნენ ჩამოსული.
პოლიციამ იმავე დღეს გიორგი ჭიღლაძე დააკავა, იულია ნესტერიუკი კი კლინიკაში გადაიყვანეს;
21 ივლისს 5000-ლარიანი თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარის გამო დაკავებულ ახალგაზრდა კაცს.