ლუგანსკის ოლქში ტერორისტებს სამი ერთეული ზალპური ცეცხლის დანადგარი „ბურატინო"-ს აღმოაჩნდათ. განცხადება ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივა"-ს თავმჯდომარემ დიმიტრი სნეგირიოვმა გააკეთა.
სნეგირიოვის თქმით, ეს ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მისი ორგანიზაციის წევრებმა მიაწოდეს.
„ბოევიევიკებს „ბურატინოს" სამი დანადგარი აქვთ. ეს დანადგარები „გრად"-ის მსგავსია, თუმცა მათ თერმობარიტული ნაღმები აქვს გამაგრებულ რაიონებთან საბრძოლველად. მათი საბრძოლო სიმძლავრე ორმაგი აქვთ, თავდაპირველად 5 -15 მეტრის სიმაღლეზე პირველი ნაღმი ფეთქდება და აეროზოლური მასა 50 მეტრის დიამეტრზე ვრცელდება, შემდეგ კი ფეთქდება მეორე ნაღმი და ამ მასის აალებას იწვევს", - აცხადებს სნეგირიოვი და აღნიშნავს, რომ ეს დანადგარები ამჟამად ლუგანსკშია და აეროპორტზეა დამიზნებული.
აღსანიშნავია, ადამიანის უფლებების დამცველებმა ამ შეიაღებას არაჰუმანური უწოდეს. „ბურატინოს" ერთ ზალპს 3 კმ-ის რადიუსში ნებისმიერი ცოცხალი არსების განადგურება შეუძლია. სადაც მისი რაკეტები ეცემა, ნანგრევებისა და ფერფლის გარდა არაფერი რჩება.
1980-იანი წლებისთვის, საბჭოთა მეიარაღეებმა თერმობარული და მოცულობით-დეტონირებადი მუხტების შექმნაში წინ მნიშვნელოვნად წაიწიეს. სადემონსტრაციო სროლებზე ამგვარი იარაღის გამოყენებამ, ცხადჰყო, რომ თერმობარული ეფექტის წყალობით შედარებით მცირე მასის მუხტს 2-3-სართულიანი შენობისნანგრევებად ქცევა წამებში შეეძლო.
გარეგნულად ეს სისტემა რუსულ ტანკს Т-72-ს წააგავს. მისი შასი ძრავა და ტრანსმისია უცვლელად არის გამოყენებული. მაგრამ კოშკურის ნაცვლად მასზე 220 მმ-ის კალიბრის, 30 მიმმართველიანი პაკეტია დამონტაჟებული.
სროლის წარმოება როგორც თითო რაკეტის, ასევე რაკეტების წყვილი გასროლით და ზალპით შეიძლება. ამ შემთხვევაში 30 რაკეტის გასროლას 7,5 წამი სჭირდება.
თერმობარული მუხტის მოქმედება ფიზიკის კანონებზეა დაფუძნებული. თანამედროვე მუხტებში სითხეებისა და მსუბუქი მეტალების (მაგალითად მაგნიუმის ფხვნილი) ნაზავი გამოიყენება. იმისთვის რომ ამ ნივთიერებების ნაზავი ერთგვაროვანი იყოს, ჭურვის ფრენის მომენტში მათი შერევა ხდება. თერმობარული ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ მცირე მუხტის აფეთქებისას, რომელიც რაკეტის კორპუსს ამსხვრევს, ორი ნივთიერების შერევისას ღრუბელი წარმოქმნას. მისი დეტონაცია უკვე შემდგომ ხდება. ამ შემთხვევაში, აფეთქების ტალღის გავრცელების სიჩქარე შეიძლება 7000-9000 მ/წმ-ს აღწევდეს.
აფეთქების შემთხვევაში ჟანგბადი მასთან რეაქციაში შედის, რადგან ღრუბელი ნაერთისა და ჰაერისგან შესდგება. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება რომ წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 160 მმ-მდე ეცემა. თუ ადამიანი აფეთქების შემდეგ მაინც გადარჩა, წნევის მკვეთრი ვარდნა გარანტირებულ სიკვდილს იძლევა - ადამიანს ფილტვები უსკდება.
დიდ ხნის განმავლობაში სისტემა ТОС, რომელასც "ბურატინო" შეარქვეს, გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ 2000 წლის მარტში მთელი მსოფლიო შემოიარა სატელევიზიო კადრებმა, სადაც ნაჩვენები იყო "ბურატინოს" მუშაობა ჩეჩნეთში. მანამდე კი კომპლესმა გამოცდა ავღანეთში გაიარა. ორი დანადგარი ოპერაცია "ტაიფუნის" მსვლელობისას გამოყენებოდა.
თავისი უდაო პლუსების მუხედავად, "ბურატინოს" უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. დიდი გაბარიტები და დაჯავშნის მიზერული დონე, მის ადვილ განადგურების საშუალებას იძლევა. გამშვებ პაკეტში მოხვედრილ თუნდაც ერთ ტყვიას ოცდაათივე რაკეტის დეტონაციის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც იყო, რომ ჩეჩნეთის ომში "ბურატინოებს" ტანკები იცავდნენ. 2 ცალი წინ მიდიოდა. კიდევ ერთი წყვილი დანადგარს გვერდებიდან იცავდა. ზალპის შემდეგ კი დანადგარი უმალევე იცვლიდა პოზიციას.
დღეისთვის რუსეთის არმიაში არსებული "ბურატინოების" ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცნობილია, რომ ეს დანადგარები რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე აქვს განლაგებული.