კონსერვატიულმა პარტიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქმედო გეგმა გამოქვეყნა.
"ჩვენი საერთო მოთხოვნა - დე-ფაქტო პრეზიდენტის გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ არ შეცვლილა და ძალაშია, ამიტომ ჩვენ დავსახეთ სამოქმედო გეგმა", - განაცხადა კონსერვატიული პარტიის წევრმა, კახა კუკავამ.
პარტიის წევრების თქმით, ოპოზიციამ თანმიმდევრულად უნდა გადაწყვიტოს შემდეგი შუალედური ამოცანები: ოპოზიციის ერთიანობის აღდგენა, მიზანმიმართული ბრძოლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ზოგადად პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, შემდეგ შეიძლება ოპოზიციამ მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტულ არჩევნებში.
"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არის ჩვენი მიზანი, აქციები და მოლაპარაკებები კი საშუალება მიზნის მისაღწევად. ამიტომ ჩვენ არ შევწყვეტთ აქციებს", - განაცხადა კუკავამ.
კონსერვატორების განცხადებით, ისინი მოლაპარაკებებს გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკურ პარტიებთან სამოქმედო გეგმის შეჯერების შესახებ კვლავ აგრძელებენ.