„ყირიმი რუსეთის გახდება" - აცხადებს უკრაინული მედიისათვს მიცემულ ინტერვიუში რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი.
„მიმაჩნია,რომ ყირიმი რუსეთის გახდება, უკრაინისათვის ეს დაკარგული ტრეიტორიაა. მე ვერ ვხედავ ტექნიკურ საშუალებებს მისი შენარჩუნებისათის. რეფერენდუმის შემდეგ ყირიმის უმაღლესი საბჭო რუსეთს მიმართავს და ნახევარკუნძულის თავის შემადგენლობაში მიღებას სთხოვს. როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინი უარს იტყვის?
სხვათაშორის უმაღლესი საბჭო ისეთივე ლეგიტიმურია, როგორიც უმაღლესი რადა. თუ ვაღიარებთ რადას, უმაღლესი საბჭოც უნდა ვაღიაროთ, რომელიც კანონიერად, ჯერ კიდევ რევოლუციამდეა არჩეული",_ აცხადებს ვენედიქტოვი.