უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც უარი განაცხადეს ფიცი ყირიმელი მოსახლეობის წინაშე დაედოთ ნახევარკუნძულის ტერიტორიას ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახევ სიმფეროპოლში მყოფ საკუთარ ჟურნალისტზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყირიმის პირველი ვიცე-პრემიერი რუსტამ რემირგალიევი აცხადებს, რომ უკრაინული სამხედრო ნაწილების ძირითადი ნაწილი ყირიმის თავდაცვის ძალების მხარეს გადავიდა.
„ხოლო ის ერთეული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ძირითადად დასავლეთ ნაწილებიდან არიან, მათ შორის მეზღვაურებიც, რომლებმაც უარი განაცხადეს ფიცი ყირიმის მოსახლეობისათვის მიეცათ თანთადან ნახევარკუნძულს ტოვებენ. ჩვენ მას ყირიმის ტერიტორიიდან უსაფრთხოდ, იარაღის გარეშე გასვლას ვუზრუნველყოფთ",_ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სამხედროების პირველი ჯგუფი ყირიმ-უკრაინის საზღვრამდე ქალაქ არმიანსკამდე უკვე მიყვანილია.
რუსტამ რემირგალიევი ასევე აცხადებს, რომ ყირიმის მოსახლეობის ერთგულებაზე ფიცი რამდენიმე სატანკო ნაწილმა დადო.
„ასე რომ ახლა ჩვენ ჯავშანტექნიკაც გვაქვს",_ აცხადებს რუსტამ რემირგალიევი.
მასალის გამოყენების პირობები