მიუხედავად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ისტორიული ფასეულობისა, ის ფოტოგრაფიულ ანტირეიტინგში მაინც მოხვდა. ნისლიანი ალბიონის დედაქალაქი იმ „ტოპ-6"-ში მოხვდა, რომელიც ყველაზე არაფოტოგენურ ადგილებად დაასახელეს. ლონდონის გარდა რეიტინგში მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის სხვა ორი ქალაქიც, როგორიცაა ლუტონი და მილტონ-კინსი. არაფოტოგენური ადგილების რეიტინგში მოხვდა ასევე იტალიური ნეაპოლი.
აღსანიშნავია, რომ ლონდონი რეიტინგში მოღრუბლულობისა და ნისლის გამო მოხვდა. ასეთ ფონზე კი ქალაქში ფოტოს ხარსისი დაბალია. მიუხედავად ასეთი ამინდებისა თუ „სიმუქისა" ქალაქი ტურისტებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად მაინც მიიჩნევა.