უკრაინის სასაზღვრო სამსახური რუსეთის ფედერალური ძალების წარმომადგენლებს უკრაინელი მესაზღვრეების მოსყიდვის მცდელობებში ადანაშაულებს.
განცხადება ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შიშოლინმა გაკეთა.
„მესაზღვრეებზე განუზომლად დიდი ზეწოლაა რუსეთის ფედერაცის ფედერალური ძალების წარმომადგენლებისა და სხვა სპეცსამსახურების მხრიდან.
მოსყიდვა, შანტაჟი, გადაბირენა და ზეწოლის სხვა ფორმები ოჯახებზე ყოველდღიურად ხდება. თუმცა პირადი შემადგენლობა ამ ზეწოლას უძლებს და ის უკრაინელი ხალხის ერთგულია",_ აცხადებს შიშოლინი.
მასალის გამოყენების პირობები