კიევში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც საპროტექტო აქციის მონაწილეებსა და მილიციის თანამშრომლებს შორის მოხდა და რომლის შედეგადაც თითქმის 100 ადამიანი დაიღუპა - მესამე ძალა მონაწილეობდა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა გააკეთა.
„ორი კვირის წინ იყო დრო როდესაც კიევის ცენტრში ტყვიები ზუზუნებდა. გრძელდება დიდი და სერიოზული გამოძიება. მიმაჩნია, რომ მოვა დრო და ჩვენ ფაქტებს გამოვაქვეყნებთ: ვინ ისროდა, როდის ისროდა და ვისი ბრძანებით.
ფაქტებისგან ახლა ერთიანი ჯაჭვი იკვრება. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი, რომ საკვანძო ფაქტორი ამ დაპირისპირებაში, რომელიც კიევში სისხლიან სასაკლაოდ იქცა და რომელმაც ფრინტი თავდაყირა დააყენა და ყველა შოკში ჩააგდო - იყო მესამე ძალა. და ეს ძალა - არაუკრაინულია და მე ძალიან მინდა, რომ ჩვენ ყველას ეს გვესმოდეს",_ განაცხადა ავაკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები