არც ერთ სამხედრო ნაწილს, არც ერთ გარნიზონს და არც ერთ გემს რუსი სამხედროების მიერ წამოყენებული ულტიმატუმი არ შეუსრულებია და ყირიმის თვითგამოცხადებული მთავრობისთვის ერთგულულების ფიცი არ დაუდევს და არ ჩაბარებულა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობამ გააკეთა.
მათივე ინფორმაციით, არ დაფიქსირებულა ასევე დეზერტირობის ფაქტები გარდა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის დენის ბერეზოვსკის ღალატის ფაქტისა.
მასალის გამოყენების პირობები