სიმფეროპოლის ცენტრი მთლიანად შეიარაღებული სამხედროების მიერ კონტროლდება. სამხედროების კუთვნილება დაუდგენელია. მათ სახეზე ნიღბები უკეთიათ.
ყირიმის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, სამოქალაქო პირების გადაადგილებას სამხედროები ხელს არ უშლიან.
მათივე ინფორმაციით, სამხედროების მიერ ასევე ალყაშემორტყმულია ყირიმის პარლამენტისა და მთავრის შენობები.
„ამასთან ერთად, პარლამენტთან გამაგრებულია ორი თავდაცვითი პოზიცია. იქ არის ნაღმტყორცნებიც",_ წერს მედია.