რუსეთის ფედერაცია ყურადღების გარეშე არ დატოვებს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სერგეი აკსენოვის მიმართვას რუსეთის პრეზიდენტისადმი ყირიმში მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით დახმარების გაწევის საკითხში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთი ამ მიმართვას ყურადღების გარეშე არ დატოვებს",_ აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი აკსენოვმა ვლადიმერ პუტინს მიმართა და მას ყირიმის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში დახმარება სთხოვა.