უმაღლესი რადას შენობის იერიში გრძელდება. მომიტინგეებს იერიში მილიციის დერეფანზე მიაქვთ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძალოვნებს ამ დერეფნით რადასთან მისასვლელი ქუჩა აქვთ გადაკეტილი.
ძალოვნები მომიტინგეების იერიშიდან თავს ფარებით იცავენ. ამ უკანასკნელებს კი მათზე იერიში უწყვეტად ქვების სროლით მიაქვთ. უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ ახლომდებარე სახლის სახურავებზე კვლავ გამოჩნდნენ სნაიპერები.
„სამართალდამცავები ხალხის მიმართულებით ნაღმებს ისვრიან, იყენებენ ცრემლსადენ გაზს. მათ ასევე სახურავებიდან ტრავმატიკური იარაღიდან გახსნეს ცეცხლი",_ წერს უკრაინული მედია.
ამავე დროს, მომიტინგეებმა სატვირთპო ავტომობილებს წაუკიდეს ცეცხლი. მედია ასევე იუწყება, რომ მომიტინგებმა ტყვედ ერთი მილიციელიც აიყვანეს.