18 თებერვალს, 15:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი" საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, იხსნება მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი სახელწოდებით: „ეკონომიკური ზრდის გამოწვევები საქართველოსთვის," რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერი (Hans Timmer), რომელიც საქართველოში სწორედ აღნიშნულ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ფორუმის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს მთავრობის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020" პროექტს".
ფორუმს დაესწრებიან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, სამინისტროების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები.