პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
,,კონსტიტუციის მიხედვით, გამოსვლა უნდა იყოს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ცხადია, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ერთის მხრივ, უკვე განაპირობებს პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს, მეორე მხრივ გამოსვლის ფორმატს განაპირობებს ჩვენი კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც ძალაში შეევიდა, რომლის მიხედვით პრეზიდენტი არის თავისი სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი. ამ ორი მომენტის გათვალისწინებით აგებული იქნება პრეზიდენტის გამოსვლა. გამოსვლისას აქცენტი იქნება გაკეთებული თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი ერთის მხრივ ქვეყნის გამოწვევების წინაშე პასუხს 2013 წლის განმავლობაში და მეორე მხრივ, მომავალში როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ ამ საკვანძო გამოწვევებს. ეს ყველაფერი იქნება უფრო მეტად ღირებულებით, ხედვითი ფორმატში მოცემული. გამოწვევების თემა ძალიან ფართოა, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებით, გაგრძელებული ჩვენი სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკური თემატიკით და დამთავრებული ეკონომიკური საკითხებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, გაანალიზებული იქნება და პრეზიდენტი ამ თემაზე ხედვას წარმოაჩენს", - განაცხადა პატარაიამ.