იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი გახდება. იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ, რომელმაც პრემიერ -მინისტრის ენრიკო ლეტას გადადგომა მიიღო, ფლორენციის მერს მატეო რენცის ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში რენცი დემოკრატიული პარტიის ახალი ლიდერი გახდა. მისი ინიციტივით, მისმა პარტიამ ლეტას მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რომელსაც გადადგომის გარდა სხვა გზა და არ დარჩა.
39 წლის რენცი არაერთგზის გამოსულა მოწოდებით პოლიტიკოსების უფროსი თაობის მიმართ, გზა დაუთმონ ახალგაზრდებს, იმისათვის რათა იტალიის ეკონომიკის გაჯანსაღება მოხდეს.