უკრაინის ოპოზიციური პარტია „უდარი"-ს ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის გენერალურ პროკურორს ვიქტორ შპონკას მიმართა მოთხოვნით, აღძრას სისხლის სამართლის საქმე უკრაინაში 2010 წელს ხელისუფლების ხელში ჩაგდების ფაქტზე. განცხადება ამის შესახებ მისი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
კლიჩკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2010 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თითქოს კონსტიტუციის 1996 წლის რედაქციაზე დაბრუნების თაობაზე, წინასწარი შეთანხმებით, ადამიანთან ჯგუფის, უმაღლესმა თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი იქნა დანაშაული უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციის მიზნით.
ჩადენილი უკანონობა, აღნიშნულია მიმართვაში, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის ქვეშ ხვდება და ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.
„პრეზიდენტი იანუკოვიჩი მთლიანად აცნობიერებდა ჩადენილი ქმედებების უკანონობას ხელისუფლების უზურპაციასთან დაკავშირებით, ამიტომაც სხვა თანამზრახველებთან ერთად კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი",_ აცხადებს ვიტალი კლიჩკო.