ახალგაზრდა ჟურნალისტი თაკო ყურშავიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ყურშავიშვილი საბავშო საწავლო ტელე- სტუდია "ინკოგნიტოს" კურსდამთავრებულია.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა გოგონას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.