ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია ,,ქართული ოცნების" შტაბს შესაძლოა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უხელმძღვანელოს. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა კალაძის კანდიდატურა პოლიტსაბჭოში აქტიურად განიხილება.
,,ვფიქრობ, კახის კანდიდატურა ძალიან კარგია. მე პირადად მხარს დაუჭერდი ამ წინადადებას, რადგან მიმაჩნია რომ კახის არაჩვეულებრივი მენეჯერული უნარ-ჩვევები და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ასე რომ, ეს კანდიდატურა იხილება და მხარდაჭერილი იქნება", _განაცხადა ბესელიამ.