იტალიელი სამართალდამცავები 52 წლის ლალი ნამჩევაძეს ეძებენ. ის ორი წელია შვილთან ერთად ლასტრა სინიაში იმყოფება.
მისი მეუღლე, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ცხოვრობს, ყვება, რომ ლალი ნამჩევაძე სახლიდან 11 თებერვალს ნაგვის გადასაყრელად გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები კი სახლში დატოვა. ეს ინფორმაცია მან შვილისგან მიიღო.
ლალი ნამჩევაძის მეუღლის განაცხადებით, მისმა ცოლმა რამდენიმე დღის წინ თავის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც თავს შეუძლოდ გრძნობდა.
მასალის გამოყენების პირობები