ხვალ, 17 თებერვალს,11:00 საათზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვედრას გამართავს მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტთან ევროპისა დაცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერთან, რომელიც პირველი ვიზიტითაა ჩამოსული საქართველოში.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰენრი კერალი და სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მართვის სექტორის ლიდერი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რაშმი შანქარი.
მასალის გამოყენების პირობები