პარლამეტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განაცხადებით, ,,თავისუფალი დემოკრატები" ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თვითმყოფად ადგილს იკავებენ. ამის შესახებ, უსუფაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატების" დაფუძნებიდან ხუთი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.
,, "თავისუფალი დემოკრატები" ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან მნიშვნელოვან და თვითმყოფად ადგილს იკავებენ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ორივე პარტია ლიბერალურ-დემოკრატიული მიმართულების ერთგული ვართ. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც. ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული გაერთიანების წევრი ვართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამ საშუალება მოგვცა, სერიოზულად ჩავრთულიყავით პოლიტიკურ ცხოვრებაში და დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია - ვართ ხელისუფლებაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.