,,ქორთიარდ მარიოტში" ,,თავისუფალი დემოკრატების" დაფუძნებიდან ხუთი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
საიუბილეო ღონისძიება შვეიცარიაში საქართველოს ყოფილი ელჩისა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის წევრის, ლევან მიქელაძის ხსოვნას ეძღვნება.