პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არეჩევნებში 3%-იან ბარიერს გადალახავენ ნახევარი მილიონი ლარის კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ, პარალმენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ,,ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა
,, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტიებზე მიცემული იქნება ნახევარი მილიონი ლარის კომპენსაცია. ამასთან ერთად მუშავდება ახალი სქემები თუ როგორაა შესაძლებელი კიდევ მცირე პარტიების წარმომადგენლობის გაუმჯობესება, რათა მაქსიმალურად სათანადო პირობები იყოს შექმნილი იმ პარტიებისთვის ვისაც წინა არჩევნებზე მაღალი შედეგი არ ჰქონდათ", _განაცხადა ძიძიგურმა.