გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან განიხილავს ევროპული საკომუნიკაციო ქსელის შექმნის შესაძლებლობას, რათა ელექტრონული წერილები და სხვა მონაცემები ავტომატურ რეჟიმში არ გადაიცემოდეს აშშ-ის გავლით.
მერკლემა განაცხადა, რომ შესაბამის საკითხზე ის, მომავალ კვირას პარიზში ვიზიტისას, ფრანსუა ოლანდთან შეხვედრისას იმსჯელებს.
აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის დევარდ სნოუდენის მიერ გამოაშკარავებულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ევროპის მილიონობით აბონენტებს უსმენდნენ, მათ შორის თვით გერმანიის კანცლერსაც.
აღნიშნულმა ფაქტმა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.