ბერლინის 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩინელი რეჟისორის ინან დიაოს ფილმმა „შავი ნახშირი, თხელი ყინული" გაიმარჯვა.
ბერლინალეზე გამარჯვებული ფილმი მოგვითხრობს ყოფილ პოლიციელზე, რომელიც საიდუმოებით მოცულ სერიულ მკვლელობებს იძიებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ლიაო ფანმა, მიიღო პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.
ჟიურიმ საუკეთესო ქალ მსახიობად იაპონელი ხარუ კუროკი აღიარა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „პატარა სახლი".
ჟიურის გრან-პრი მიიღო ამერიკელი რეჟისორის უეს ანდერსონის ფილმმა „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი".