ეგვიპტეში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ტურისტულმა ინდუსტრიამ ზარალი განიცადა. როგორც ირკვევა ეგვიპტის მოვლენების გამო, 2013 წელს ევროპის უმსხვილესმა ტურისტულმა სააგენტოებმა Thomas Cook-მა და TUI Travel-მა ეგვიპტის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერი გააუქმეს, რაც ეგვიპტის მიმართულებით წამსვლელთა დაბალ მოთხოვნას უკავშირდება.
„ეგვიპტის მიმართულებით ოქტომბერში ფაქტობრივად კლიენტები არ გვყოლია" , - აცხადებს TUI-ის ფინანსური დირექტორი უილიამა უოგგოტა.
Guardian-ის ინფორმაციით, 2013 წელს ეგვიპტეში ტურიზმიდან შემოსავალმა 5,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 2010 წელს პირამიდების ქვეყანამ ტურიზმიდან 12,6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.