მძლავრი ზამთრის შტორმი, რომელმაც აშშ-ში სატრანსპორტო მიმოსვლის პარალიზება, ავიარეისების გაუქმება, რაიონების ელექტროენერგიის გარეშე დატოვება მოახდინა, ახლა კანადის აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიდის.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ზოგიერთ რაიონებში თოვლის საფარი 60 სმ- ს მიაღწევს. ძლიერ თოვლთან ერთად მოსალოდნელია ასევე ძლიერი ქარბუქი. ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით ტრანსკანადური 200 კილომეტრიანი მაგისტრალიც დახურა.