სქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკაში, ჯეიმსთაუნის უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთისთვის პრობლემა სააკაშვილი კი არა, არამედ საქართველოს პროგრესი იყო.
"რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემა სააკაშვილი კი არ იყო რომელმაც რუსეთის პროვოცირება მოახდინა, არამედ ის, რომ საქართველომ შეძლო ის, რისი გაკეთებაც რუსეთისთვის წარმოუდგენელი იყო. საქართველომ კავკასიაში შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ეს კრემლისთვის მიუღებელი პრეცედენტი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.