ილია ჭავჭავაძის საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს კატეგორიულად უარი თქვას ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის რაიან გრისტის ქვეყანაში მიღებაზე.
„ილია ჭავჭავაძის საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან დაუყოვნებლივ თქვას უარი რაიან გრისტის ქვეყანაში როგორც ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მიღებაზე და მიმართოს შესაბამის დიპლომატიურ პროცედურას მისი უკან გაწვევისთვის.
ეს ელემენტალური აუცილებლობაა და ამის გასაკეთებლად ხელისუფლებას არავის მხრიდან მოწოდება არ უნდა ჭირდებოდეს.მაგრამ საუბედუროდ, ეს ის ხელისუფლებაა, რომლის წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს რაიან გრისტზე უარესი განცხადებები აქვთ გაკეთებული საქართველოს წინააღმდეგ!", - ნათქვამია ილია ჭავჭავაძის საზოგადოების განცხადებაში, რომელიც მისმა თავმჯდომარემ თამარ ჩხეიძემ გაავრცელა.