საქართველოს სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორებიმენო შნელი და ფრენკ ჰემსკერკი ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში დღეს, 14 დეკემბრს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი რანგის სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკაში გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში არსებული დადებითი დინამიკა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები 2014 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტოფონდისადამსოფლიობანკისაღმასრულებელმა დირექტორებმა დადებითადშეაფასეს მთავრობისმიერგადადგმულინაბიჯებიდააღნიშნეს, რომსაქართველოსთვის 2014 წელიეკონომიკურიზრდისთვალსაზრისით,გაცილებითწარმატებულიიქნება.საქართველოსპრემიერ-მინისტრმამსოფლიობანკისადასავალუტოფონდისაღმასრულებელდირექტორებსგაწეულიდახმარებისთვისმადლობაგადაუხადადაურთიერთობებისკიდევუფროგაღრმავებისიმედიგამოთქვა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის დინამიურ ტენდენციაზე. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც ტარდება ქვეყანაში. დავინახეთ ხელისუფლების მზაობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და შეუქცევადი გახდეს ეს პროცესი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა ყოველმხრივი მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, მათ შორის, ახალი პროგრამითაც. ვფიქრობ, დღეს კონსტრუქციული დიალოგი შედგა," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმადირექტორმა, მენო შნელმა.
„მოხარული ვარ, რომ ვსტუმრობ საქართველოს. შეხვედრაზე საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის შესახებაც, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა საქართველოში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ახალი ენერგო რესურსების გამოყენების მიმართლებით. ასევე, დიდი პერსპექტივაა სოფლის მეურნეობის სექტორში. ჩვენ მომავალშიც ერთად ვიმუშავებთ, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს," - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰემსკერკმა.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტი. ეს ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელობა ადასტურებენ საქართველოს, მისი მთავრობისადმი მხარდაჭერას. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ მარტისდასაწყისშითბილისშიჩამოდისსსფ-ისშუადაცენტრალურიაზიისმიმართულებისდირექტორიმასუდაჰმედი. აღნიშნული მისიის მიმდინარეობისას, ჩვენ ვიმსჯელებთ ქვეყანაში საერთაშორისოსავალუტოფონდისახალიპროგრამისდაწყების შესაძლებლობაზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს.