ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის რიგით მე-9 დაჯილდოებაზე ბიზნეს-სექტორის ყველაზე დიდ დამსაქმებლად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" დასახელდა. როგორც "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, 2013 წელი იმპორტის მაჩვენებლების მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული არ იყო, თუმც კომპანიამ ბიუჯეტში გადასახადების სახით დაახლოებით 70 მლნ ლარი შეიტანა.
„ვფიქრობ, რომ 2014 წელი უფრო მეტად სტაბილური იქნება და დიდი იმედი გვაქვს, რომ იმპორტი უფრო გასულ წელთან შედარებით გაიზრდება. ფინანსური მაჩვენებლები 2012 წელს არ ჩამოუვარდებოდა და 2013 წლის მთლიანმა შემოსავალმა დაახლოებით, 70 მილიონი ლარი შეადგინა ყველა გადასახადის ჩათვლით. მოგეხსენებათ, 2013 წელი განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ჩვენ იმითაც ბედნიერები ვართ, რომ მცირეოდენი ზრდა გვქონდა და არა კლება. ვფიქრობ, 2014 წელი მეტი სტაბილიზაციის წელი იქნება", - აღნიშნა ხორავამ.
ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2013 წლის შედეგებით სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი გამარჯვებული კომპანიები ასე გამოიყურება
• 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ნავთობკომპანია -
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი";
• 2013 წელს ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანია -
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია";
• 2013 წელს საკუთარი სამარკო ნიშნის ქვეშ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მქონე კომპანია -
„გალფ ჯორჯია";
• 2013 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიციის განმხორციელებელი ნავთობკომპანია -
"სოკარ ენერჯი ჯორჯია";
• 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი ნავთობკომპანია -
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", „გალფ ჯორჯია";
• 2013 წელს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებისათვის -
"სოკარ ენერჯი ჯორჯია"; „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", „გალფ ჯორჯია";
• 2013 წელს საავიაციო ნავთის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია - „
ჯორჯიან პეტროლეუმი";
• პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთების გაყიდვების სტაბილური ლიდერი კომპანია
- „ჯი-თი გრუპი";
• 2013 წელს საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის -
„ფასტ პლიუს 1", „ფახრე აზერბაიჯანი"; „ჯეოლიდერი", „GK TRADE";
• 2013 წელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; -
„შავი ზღვის ტერმინალი"; „ბათუმის ნავთობ ტერმინალი";
• საავტომობილო ზეთების ბაზრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - „
ჯეოტრონიკი". „ავიასაწვავსერვისი", „ალფა მოტორსი".