დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰუე და სხვა მაღალი რანგის დიპლომატები დაესწრნენ განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი შიდაპოლიტიკური სიტუაცია.
კერძოდ, საუბარი შეეხო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში კონკურენტულობის შესამცირებლად ხელისუფლების მიერ წამოწყებული დევნის ახალ კამპანიას რეგიონებში ისევე, როგორც თბილისის თვითმმართველობაში შექმნილ ვითარებას.
საუბარი ასევე შეეხო საგარეო პოლიტიკურ ვითარებასა და ანტიდასავლური ძალების გაძლიერებას საქართველოში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია.
„მთავარი ჩვენი და არა მარტო ჩვენი სატკივარი არის ის, რომ არჩევნების გაყალბება დღეს უკვე დაწყებულია. გაყალბება არ ნიშნავს მარტო არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან მანიპულაციას", - აღნიშნა უგულავამა.