მარტის დასაწყისში გაყიდვაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მემუარები გამოვა სახელწოდებით „არასახელმწიფო საიდუმლოებები".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს დიდი ფორმატის წიგნია. მასში 500 გვერდია, დამატებით 64 გვერდზე ფოტოსურათებია განთავსებული. წიგნის ტირაჟი 3000 ცალია და მას გამოცემა „ფოლიო" გამოსცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, მემუარებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი იუშჩენკო ოჯახსა და ბავშვობის მოგონებებს.
გარდა ამისა, თავის მემუარებში იუშჩენკო წერს იმის შესახებ თუ როგორ მოწამლეს ის უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის ვლადიმერ საციუკის აგარაკზე:
„მაგიდაზე იდგა სალატები. ამის შემდეგ შემოიტანეს ცხელი კერძები და ის საბედისწერო ფლავი (ის პორციებად შემოჰქონდათ) შესაძლოა საწამლავი სწორედ ფლავში იყო", _წერს იუშჩენკო და აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილთა სახელები მისთვის ცნობილია.
„მაგრამ ისინი შემსრულებლები არიან და ყველა მათგანი ახლა უკრაინის იურისდიქციის მიღმა იმყოფებიან. მე რამდენიმეჯერ მკითხეს ჟურნალისტებმა ვიცი თუ არა მე თუ ვინ მომწამლა?! დიახ, ვიცი და მანაც იცის, რომ მე ვიცი", _ წერს იუშჩენკო.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ასევე იხსენებს იანუკოვიჩსა და ტიმოშჩენკოს შორის არშემდგარ მოლაპარაკებასაც იხსენებს.
„გაჩნდა იდეა იანუკოვიჩის მოსყიდვისა მის პრეზიდენტად არჩევით პარლამენტში: ის პრეზიდენტია 10 წლის განმავლობაში, ტიმოშჩენკო კი პრემიერი. თუმცა მათი უნდობლობა გახდა წინაღობა ამ სცენარის განხორციელებისა", _ წერს ვიქტორ იუშჩენკო.