უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის 60-წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამართვის განკარგულება გასცა. იანუკოვიჩის განკარგულების მიხედვით, ამ თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო მონეტასაც გამოსცემენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, იანუკოვიჩმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან ერთად შეიმუშავონ საზეიმო ღონისძიებების გეგმა, რომელიც ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები