უკრაინაში შექმნილი ნაციონალური წინააღმდეგობის შტაბის ინფორმაციით, ხელისუფლებამ დაკავებული ბოლო აქტივისტი გაათავისუფლა. სულ უკრაინული მედიის ინფორმაციით, გათავიუსუფლებულია 234 აქტივისტი.
„ნაციონალური წინააღმდეგობის შტაბი აცხადებს, რომ დღეს „234 მძევლიდან" ბოლო აქტივისტი გათავისუფლდა",_ აცხადებს აქტივისტი დიმიტრი პოლტავეცი.
შტაბის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწვეტილება ამ დილით კიევის გოლოვესსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
შტაბში აღნიშნავენ, რომ პოლტავეცი 23 იანვარს გრუშევსკის ქუჩაზე დააკავეს და მას ბრალას მასობრივ არეულობებში მონაწილეობა ჰქონდა წაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები