რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო გამოფენაზე ქართული პროდუქცია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. პირველად ქართული წარმოების ისტორიაში საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა PROD EXPO-ზე ერთდროულად რამდენიმე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.
PROD EXPO რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე კვირაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ისეთმა კომპანიებმა მიიღეს, როგორებიცაა ქართული „ვინოგრადი", „ყვარლის მარანი", "ზედაზენი".
ქართველი მწარმოებლების განცხადებით, გამოფენაზე მნიშვნელოვანი გარიგებები დაიდო და გაფორმდა რამდენიმე პრინციპული შეთანხმება ეროვნული პროდუქციის რუსეთში ექსპორტირების პერსპექტივით.
10-14 თებერვალს გამართულ ფორუმზე 63 ქვეყნის 2300-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.