კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მხოლოდ იანვარსა და თებერვლის დასაწყისში 70 საჩვენებელი, საჯარო სიკვდილით დასჯა განხორციელდა. გაეროს მისია ამასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.
მათი ინფორმაციით, ამ საჯარო სიკვდილით დასჯას ჩრდილოეთ კივუს პროვიციაში მდებარე შეიარაღებული დაჯგუფება ახორციელებს, იმისათვის რათა მოსახლეობა დააშინოს.
საჯარო სიკვდილით დასჯის უმრავლესობა მაჩეტეს (დიდი დანა) მეშვეობით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები