კუნძულ იავაზე ვულკანმა გაიღვიძა, ინდონეზიის ხელისუფლებამ კუნძულზე მდებარე მთა კელუდთან ახლოს მდებარე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ევაკუაციას 200 ათასზე მეტი ადამიანი ექვემდებარება.
ორმა ამოფრქვევამ ატმოსფეროში უკვე უზარმაზარი რაოდენობის ფერფლი ამოაფრქვია, რომელიც ვულკანიდან 130 კმ მდებარე ქალაქამდეც მივიდა.
ცენტრალური იავის სამმა ძირითადმა აერიპორტმა სურაბაიამ, სოლომ და ჯოკიაკარტამ თვითმფრინავებს ძრავების დაზიანებისა და ხილვადობის შესაძლო დაქვეითების გამო მუშაობა შეწყვიტა.