ავღანეთის ხელისუფლებამ ბაგრამის სამხედრო ბაზიდან 65 პატიმარი გამოუშვა. აშშ-მ ამ ნაბიჯს „დიდი სინანულის ღირსი" უწოდა. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აშშ-ს საელჩომ ქაბულში განაცხადა, რომ ამ პატიმართაგან რამდენიმე მშვიდობიანი ავღანელების, ავღანელი ჯარისკაცებისა და კოალიციური ძალების სამხედროების გარდაცვალებაში დამნაშავენი არიან.
ქაბულში განმარტავენ, რომ ამ ადამიანების ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს.
სამხედრო ბაზა ბაგრამი ავღანელი სამხედროების კონტროლის ქვეშ გასული წლის მარტიდან გადავიდა. მას შემდეგ იქიდან ასობით პატიმარია გამოშვებული.
„ავღანეთის ხელისუფლების გადაწვეტილება 65 პატიმრის გათავისუფლების შესახებ ღრმა სინანულის ღირსია. ჩვენ ვითხოვდით თითოეული მათგანის საქმე ზედმიწევით განხილულიყო, თუმცა სერიოზული განხილბა არ შემდგარა",_ ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში და იქვე აღნიშულია, რომ ამ ადამიანბეის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები ნაპოვნი იყო მათ ტეეფონებში და თავად მათ აღიარებით ჩვენებებში.
„ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობა ავღანეთის ხელისუფლებას ეკისტება",- ნათქვამია განცხადებაში.