ხვალ, 8 თებერვალს, 17:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" ლაშა მესხის ფოტონამუშევრების პერსონალური გამოფენა "პიქსელები დროის წინააღმდეგ" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2007 წლიდან დღემდე გადაღებული ფოტოები.
ლაშა მესხი დაიბადა 1988 წელს. 2002-2003 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი პუბლიცისტიკაში. გამოცემული აქვს 2 საავტორო წიგნი. 2012 წელს მისმა საავტორო ფილმმა მოიპოვა პირველი ადგილი ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალზე. ლაშა მესხის ფოტოგრაფია ემოციურია, ფერწერული და თანამედროვე ტექნოლოგიები მისთვის მხოლოდ იარაღია ერთი წამის გასაჩერებლად.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 9 თებერვლამდე გასტანს.