საქართველს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ტალინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვდერა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას პაეტთან.
დავით უსუფაშვილმა და ესტონელმა დიპლომატმა ვილნიუსის სამიტის შემდგომი პერიოდი და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე აქვს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსათვის გასული წელი როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით, რთული პერიოდი იყო. თუმცა ქვეყანამ დაძლია სირთულეები; წარმატებულად ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები.
პარლამენტის თავმდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს გაცნობიერებული აქვს, რომ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მას საკმაოდ მნიშვნელოვანი საშინაო დავალებები აქვს შესასრულებული და ხელისუფლება მზად არის იტვირთოს ეს ვალდებულებები.
„საქართველო ფიქრობს 2014 წლის ნატოს სამიტზე და სურვილი აქვს ღიად დასვას წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების საკითხი, ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ესტონეთის და დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ურმას პაეტმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით ესტონეთის პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა, მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ინიციატივას კონკრეტულად მაპის მიღების საკითხის დასმასთან დაკავშირებით.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ ნათლად უნდა დააფიქსიროს მესიჯი, რომ მას ალიანსთან დაახლოების გზაზე კონკრეტული შედეგების მოლოდინი აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები. მინისტრი ასევე მიესალმა საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია" განხორციელებულ ცვლილებებს. მან ასევე დადებითად შეაფასა, რომ საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, სადაც პარლამენტს ახალი და მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა ისევ აქტუალური რჩება. შეხვედრაზე ისაუბრეს ესტონეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთირთობებზე. აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაგრძელდება. ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.
ესტონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ამ მიმართულებით და საქართველო დაინტერესებულია ამ სფეროში ესტონეთის გამოცდილების გაზიარებით.